×
წინსაფრები
ჩანთები
ტანსაცმელი
ქისები
მაგნიტები
ხის ნივთები
ღია ბარათები
პოსტერები

ჩვენ შესახებ

„ამბავი“ არის კონცეპტუალური დიზაინის მქონე ფუნქციონალური ნივთების ბრენდი.

ამბავის ნივთებს აქვს კონცეფცია, შემეცნებითი შინაარსი, ხარისხიანია, ეკოლოგიურად სუფთაა და საქართველოში იქმნება.

ჩვენს ნივთებზე გამოვსახავთ ყველაფერს, რითიც ვფიქრობთ, რომ საქართველო გამოირჩევა. გიამბობთ ჩვენი მდიდარი კულტურის, მრავალფეროვანი ბუნების, ზღვის და მთის კონტრასტის, განუმეორებელი სამზარეულოს და ღვინის სამშობლოს ამბებს. ჩვენ საქართველოს ამბავს ნივთებით და ილუსტრაციებით ვყვებით, რადგან გვჯერა, რომ გამოსახულებები იმავე წარმატებით ჰყვებიან ამბავს, როგორც ადამიანები მეტყველებისას, ან წერისას.

ჩვენი ნივთები საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათეულ მაღაზიაში იყიდება - თბილისში, კახეთში, ბათუმსა და გუდაურში. გავრცელების არეალი მოიცავს მუზეუმის მაღაზიებს (ცისფერი გალერეა, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ჯანაშიას ისტორიული მუზეუმი, რეცეპტების მუზეუმი), კონცეპტუალურ მაღაზიებს (გალერი 27, ინ ტიფლის, ბლუბერდი, ჯენერალ სთორ, ჯეოფეშენლებ, ერთი ყავა, ინ მემორი), წიგნის მაღაზიებს (სანტა ესპერანსა, ბიბლუსი, წიგნები სტამბაში, წიგნები ვაკეში), სუვენირების მაღაზიებს (მეიდნის და ძველი თბილისის მაღაზიები, აშშ-ს საელჩოს სუვენირების მაღაზია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაღაზიბი), დიდი სუპერმარკეტების ქსელებს (გუდვილი, ფრესკო) და სასტუმროებს (ლოპოტა, ვინერია კახეთი, ჯივინო, ასტორია) და რესტორნებს (მიდამო, ჯივინო) .

ამბავი მომხმარებელს ასევე სთავაზობს კორპორატიულ სასაჩუქრე პაკეტებს.